Update Play Store translations and config.

This commit is contained in:
akwizgran
2022-11-04 12:51:49 +00:00
parent 441b28fede
commit 979ef077b3
12 changed files with 29 additions and 13 deletions

View File

@@ -0,0 +1,5 @@
Briar არის მიმოწერის აპი, რომელიც განკუთვნილია აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება უსაფრთხო, მარტივი და მძლავრი პროგრამა კომუნიკაციისთვის. მიმოწერის სხვა გავრცელებული აპებისგან განსხვავებით, Briar არაა დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე — შეტყობინებების სინქრონიზაცია ხდება პირდაპირ მომხმარებლების მოწყობილობებს შორის. ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Bluetooth ან Wi-Fi-ის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შესანარჩუნებლად საგანგებო სიტუაციებში. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მომხმარებლების და მათი ურთიერთობის თვალთვალისგან დასაცავად, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Tor-ის ქსელის მეშვეობით.
აღნიშნულ აპს აქვს პირადი შეტყობინებები, ჯგუფები, ფორუმები და ასევე ბლოგები. აპში ჩაშენებულია Tor ქსელის მხარდაჭერა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ Briar-ში, ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, თუ არ გადაწყვეტთ მის გაზიარებას სხვა მომხმარებლებთან.
რეკლამების და თვალთვალის გარეშე. აპის საწყისი კოდი სრულიად ღიაა ნებისმიერი პირისთვის შესამოწმებლად და მან უკვე გაიარა პროფესიონალური აუდიტი. Briar-ის ყველა გამოშვება აღწარმოებადია, რაც გაძლევთ შესაძლებლობას შეამოწმოთ, ემთხვევა თუ არა ზუსტად გამოქვეყნებული საწყისი კოდი აქ გამოქვეყნებულ აპს. შემუშავებულია მცირე არაკომერციული გუნდის მიერ.

View File

@@ -0,0 +1 @@
უსაფრთხო მიმოწერა, ნებისმიერ ადგილას.

View File

@@ -0,0 +1 @@
Briar