Briar არის მიმოწერის აპი, რომელიც განკუთვნილია აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება უსაფრთხო, მარტივი და მძლავრი პროგრამა კომუნიკაციისთვის. მიმოწერის სხვა გავრცელებული აპებისგან განსხვავებით, Briar არაა დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე — შეტყობინებების სინქრონიზაცია ხდება პირდაპირ მომხმარებლების მოწყობილობებს შორის. ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Bluetooth ან Wi-Fi-ის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შესანარჩუნებლად საგანგებო სიტუაციებში. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მომხმარებლების და მათი ურთიერთობის თვალთვალისგან დასაცავად, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Tor-ის ქსელის მეშვეობით. აღნიშნულ აპს აქვს პირადი შეტყობინებები, ჯგუფები, ფორუმები და ასევე ბლოგები. აპში ჩაშენებულია Tor ქსელის მხარდაჭერა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ Briar-ში, ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, თუ არ გადაწყვეტთ მის გაზიარებას სხვა მომხმარებლებთან. რეკლამების და თვალთვალის გარეშე. აპის საწყისი კოდი სრულიად ღიაა ნებისმიერი პირისთვის შესამოწმებლად და მან უკვე გაიარა პროფესიონალური აუდიტი. Briar-ის ყველა გამოშვება აღწარმოებადია, რაც გაძლევთ შესაძლებლობას შეამოწმოთ, ემთხვევა თუ არა ზუსტად გამოქვეყნებული საწყისი კოდი აქ გამოქვეყნებულ აპს. შემუშავებულია მცირე არაკომერციული გუნდის მიერ.