mirror of
https://code.briarproject.org/briar/briar.git
synced 2026-02-14 03:39:05 +01:00
5 lines
3.3 KiB
Plaintext
5 lines
3.3 KiB
Plaintext
Briar არის მიმოწერის აპი, რომელიც განკუთვნილია აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ესაჭიროება უსაფრთხო, მარტივი და მძლავრი პროგრამა კომუნიკაციისთვის. მიმოწერის სხვა გავრცელებული აპებისგან განსხვავებით, Briar არაა დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე — შეტყობინებების სინქრონიზაცია ხდება პირდაპირ მომხმარებლების მოწყობილობებს შორის. ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაში, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Bluetooth ან Wi-Fi-ის მეშვეობით ინფორმაციის მიმოცვლის შესანარჩუნებლად საგანგებო სიტუაციებში. თუ ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მომხმარებლების და მათი ურთიერთობის თვალთვალისგან დასაცავად, Briar-ს შეუძლია განახორციელოს სინქრონიზაცია Tor-ის ქსელის მეშვეობით.
|
|
|
|
აღნიშნულ აპს აქვს პირადი შეტყობინებები, ჯგუფები, ფორუმები და ასევე ბლოგები. აპში ჩაშენებულია Tor ქსელის მხარდაჭერა. ყველაფერი, რასაც აკეთებთ Briar-ში, ინახება მხოლოდ თქვენს მოწყობილობაზე, თუ არ გადაწყვეტთ მის გაზიარებას სხვა მომხმარებლებთან.
|
|
|
|
რეკლამების და თვალთვალის გარეშე. აპის საწყისი კოდი სრულიად ღიაა ნებისმიერი პირისთვის შესამოწმებლად და მან უკვე გაიარა პროფესიონალური აუდიტი. Briar-ის ყველა გამოშვება აღწარმოებადია, რაც გაძლევთ შესაძლებლობას შეამოწმოთ, ემთხვევა თუ არა ზუსტად გამოქვეყნებული საწყისი კოდი აქ გამოქვეყნებულ აპს. შემუშავებულია მცირე არაკომერციული გუნდის მიერ. |